ჟოელ მატიპი დეკემბრამდე ტრავმირებულია !

30-10-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპულის" კამერუნელი ცენტრალური მცველი, ჟოელ მატიპი, ტრავმირებულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის ფეხბურთელი, ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას, ოპერაციის გამო ვერ მოახერხებს.

ცნობების მიხედვით, მატიპი რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესის გამო, ნოემბრის ბოლომდე ვერ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ მოთამაშეს სავარაუდოდ, ინგლისელი მცველი, ჯო გომესი ჩაანაცვლებს.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით