"ლივერპული" მილნერთან კონტრაქტს ახანგრძლივებს !

30-10-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპული", ინგლისელ ნახევარმცველ, ჯეიმს მილნერთან ერთად კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გრანდში, კიდევ მინიმუმ 3 წლით, ანუ 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, მილნერის კვირეული ანაზღაურება ამ პერიოდის განმავლობაში, 225 000 გირვანქა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით