"ატლეტიკოს" რადარზე რაკიტიჩი გამოჩნდა

30-10-2019, 20:27

ივან რაკიტიჩს რომ კატალონიის "ბარსელონას" დატოვება სურს, ეს ამბავი არახალია.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ხორვატი ნახევარმცველის შეძენით მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესდა.

ფრენკ დე იონგის მოსვლის შემდგომ 31 წლის ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. დიეგო სიმეონე კი გადასვლის შემთხვევაში მას გარანტირებულ ადგილს ჰპირდება სასტარტო შემადგენლობაში.

წყაროს ცნობით, "ბარსელონა" რაკიტიჩს 30 მილიონ ევროდ აფასებს. "როხიბლანკო" კი ამ თანხის გადასახდელად მზადაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაია კიდევ ორ ქართველს იწვევს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით