მიატოვიჩი ბეილის პრობლემაზე: "უფასოდ გაუშვით"

30-10-2019, 20:35

გარეთ ბეილის პრობლემები მადრიდულ კარიერაში არადა არ მთავრდება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდგომ მისი მდგომარეობა თითქოს დალაგდა, თუმცა, კვლავ განახლდა საუბრები მის გაშვებაზე.

"სამეფო კლუბის" ყოფილმა ფეხბურთელმა, პრედრაგ მიატოვიჩმა უელსელი გარემარბის შესახებ ისაუბრა.

"გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალევე უნდა მიიღონ. მას ჯერ კიდევ სამი წელი დარჩა კონტრაქტის მიხედვით და ეს პრობლემებს წარმოშობს."

"ფინანსურად ბეილმა სარგებელი უკვე მოიტანა. ვფიქრობ, როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე გუნდისთვისაც უკეთესი იქნება, თუ მას უფასოდ გაუშვებენ." - აცხადებს მიატოვიჩი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით