მოურინიო "არსენალს" ჩაიბარებს

30-10-2019, 21:03

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი იტყობინება, პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ლონდონის "არსენალში" მუშაობის სურვილს გამოთქვამს.

მოგეხსენებათ, ლონდონელებმა მიმდინარე სეზონი არასტაბილურად დაიწყეს და ამჟამად ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც არ იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, არაა გამორიცხული უახლოეს ხანებში უნაი ემერის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინონ.

მოურინიო კი, მზადაა "მეთოფეთა" წინადადება მიიღოს და კიდევ ერთი პრემიერლიგური კლუბი ჩაიბაროს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით