"რეალი" ისკოს ყიდის

30-10-2019, 21:18

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "რეალმა" ისკოს გასასხვისებლად მზაობა გამოთქვა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, "სამეფო კლუბი" ფეხბურთელს 70 მილიონ ევროდ აფასებს.

სეზონის დასაწყისში მისით "მანჩესტერ სიტი", "არსენალი" და "იუვენტუსი" იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ ამჟამად ოფიციალური წინადადება მადრიდელებს არავისგან მიუღიათ.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ნახევარმცველმა, ესპანეთის ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა. მადრიდულ კლუბთან მისი კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით