გვარდიოლა: "მესის წასვლა "ბარსელონას" დიდ პრობლემას შეუქმნის"

30-10-2019, 21:59

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ლეო მესის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაურბა.

"ერთ დღეს მესი კარიერას დაასრულებს და "ბარსელონას" ამასთან შეგუება მოუწევს. კატალონიელთა ერთ-ერთი პრობლემა იქნება ადგილი, სადაც მესის ქანდაკება უნდა დადგან, თუმცა ამას აუცილებლად იპოვნიან".

"ვარსკვლავებიც ისე უნდა დარბოდნენ, როგორც სხვა მოთამაშეები, მაგრამ ზოგჯერ, შესაძლოა, მათ თქვან, რომ 40 მეტრს ისე ვერ ირბენენ, როგორც 20 წლის ასაკში დარბოდნენ. ზოგჯერ ვარსკვლავებმა, შესაძლოა, თანაგუნდელებს უთხრან, რომ მათ სირბილის მიზეზი არ მისცენ".

"თუ ვიღაც არ დარბის, მაგრამ ყველა მატჩში 3 გოლი გააქვს, ამას მივიღებ, მაგრამ ყველა მატჩში 3 გოლს ვერავინ ვერ გაიტანს. ამ შედეგთან ახლოს მხოლოდ მესია. თუ ლეო ისე ირბენს, როგორც პირველ სეზონში დარბოდა, 3 თვეში ერთხელ ტრავმას მიიღებს. ასაკში შესული ფეხბურთელების გაწვრთნა მწვრთნელების მთავარი პრობლემაა", - განაცხადა ესპანელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით