ვერატის "პსჟ-ს" გარდა სხვა გეგმა არ აქვს

30-10-2019, 22:14

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარკო ვერატი "პარი სენ-ჟერმენის" ერთგული რჩება და მზადაა გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

იტალიელი გუნდთან კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს.

მარკო ვერატი პარიზულ გუნდში 2012 წელს პესკარადან გადავიდა. მას შემდეგ მან 290 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა გააკეთა.

იტალიელმა "პსჟ-სთან" ერთად ლიგა 1 6-ჯერ, საფრანგეთის თასი 4-ჯერ, საფრანგეთის ლიგის თასი 5-ჯერ, ხოლო საფრანგეთის სუპერთასი 7-ჯერ მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ვერატის წარსულში არაერთ გუნდთან, მათ შორის "ბარსელონასა" და "იუვენტუსთან" აკავშირებდნენ, მან გუნდი არ დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით