დანი ალვეში: "ნეიმარი პატარა ბავშვივითაა"

30-10-2019, 22:36

"სან პაულოს" ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა ყოფილი თანაგუნდელის ნეიმარის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ნეიმარი ძალიან მგრძნობიარეა. მასზე ეფექტის მოხდენა ბევრ საკითხს შეუძლია და ბევრჯერ მსგავსი საკითხები უსამართლოა. ის ბევრ რაღაცას ისე განიცდის, როგორც ბავშვი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნეი ბავშვი არ არის. ის კაცია".

"ხალხმა ნეიმარის პატივისცემა უნდა ისწავლოს. სამწუხაროდ, მას ბევრი პატივს არ სცემს. ნეიმარს ბევრი აქვს მოგებული იმისათვის, რომ თქვას, რა სურს".

"არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ და არაფერი არ აქვთ მოგებული. დღეს ის ნაკრების ლიდერია. ნეიმარი საუკეთესო ფეხბურთელთა შორის არის", - თქვა ალვეშიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით