ლუკა მოდრიჩმა ევროპის ისტორიაში საუკეთესო გოლი დაასახელა

30-10-2019, 23:14

მადრიდის "რეალის" ხორვატმა ნახევარმცველმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ევროპის ისტორიაში საუკეთესო გოლი დაასახელა.


"გადაჭრით ამის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ რამოსის მიერ ატლეტიკოს კარში გატანილმა გოლმა ევროპული ფეხბურთის ისტორია შეცვალა. " "რეალს" ბევრი ტიტული ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ წლების განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მოგება უჭირდა".

"გარდა ანგარიშისა, ამ გოლმა მენტალურადაც შეგვცვალა. ამ მომენტიდან ჩემპიონთა ლიგის მოწინააღმდეგეებს ჩვენი ეშინოდათ. ეს გოლი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს მენტალობა ფეხბურთში", - განაცხადა ხორვატმა.

შეგახსენებთ, აღნიშნული გოლი რამოსმა 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით