რივალდო: "ნეიმარმა პარიზში გადასვლით შეცდომა დაუშვა"

30-10-2019, 23:25

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რივალდომ თანამემამულე ნეიმარ ჯუნიორზე ისაუბრა.

"გაცილებით უფრო მარტივია მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ისე იქცე საუკეთესო ფეხბურთელად, ვიდრე იმ გზით, როგორც ეს ნეიმარმა გააკეთა."

"ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა როდესაც პარიზში გადავიდა, თუმცა, ახლა გამოსწორების შანსი აქვს."

"გავიხსენოთ რონალდინიოს მაგალითი. მან დატოვა "პსჟ" და წავიდა ესპანეთში, სადაც ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. ნეიმარმა მას უნდა მიბაძოს." - აცხადებს რივალდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით