ბეილის აგენტმა ჩინურ ჭორებს სისულელე უწოდა

30-10-2019, 23:28

ბოლო დროს განახლდა საუბრები იმის შესახებ, რომ გარეთ ბეილი სულ მალე მადრიდის "რეალს" დატოვებს და ჩინეთში გადაბარგდება.

როგორც თავად უელსელი გარემარბის აგენტი აცხადებს, ზემოხსენებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია.

"გარეთი სრულიად ორიენტირებულია მადრიდში თამაშზე. მისი მიზანი კლუბთან ერთად წარმატების მიღწევაა."

"ჩინეთში გადაბარგება? ეს უბრალოდ ჭორია. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც პრესაში წაიკითხავთ." - აცხადებს ჯონათან ბარნეტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით