ემერი: "ლივერპულთან" არ გაგვიმართლა"

31-10-2019, 02:06

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, უნაი ემერი, "EFL Cup-ზე" მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"სამწუხაროა რომ ამის თქმა მიმდინარე სეზონში უკვე ბევრჯერ მომიწია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, არ გაგვიმართლა და ბედმა გვიმტყუნა, გამარჯვებას ამ შემთხვევაში ნამდვილად ვიმსახურებდით."

"რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი, ზოგჯერ უსამართლოდაც აგებ, ზოგჯერ კი იგებ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ დაპირისპირებაში გამარჯვება მერსესაიდელებმა პენალტების სერიაში მოიპოვეს, რომელიც ანგარიშით 5:4 დასრულდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით