"იუვენტუსი" სალაჰს აკვირდება !

31-10-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" სატრანსფერო რადარზე, მერსესაიდული "ლივერპულის" ვარსკვლავი გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური გრანდის ხელმძღვანელობა ბოლო დროს, ეგვიპტელი ვარსკვლავის, მოჰამედ სალაჰის გადაბირებითაა დაინტერესებული.

ცნობების მიხედვით, ამ მიზნით "იუვენტუსმა" სალაჰზე დაკვირვებაც დაიწყო და მის მატჩებზე სკაუტებიც გაგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, კატალონიის "ბარსელონას" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით