კლოპი: "ორიჯის ამ მატჩის შემდეგ ახალი მეტსახელი უნდა მოვუფიქროთ"

31-10-2019, 13:08

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, "EFL Cup-ზე" ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ორიჯის ამ მატჩის შემდეგ ახალი მეტსახელი უნდა მოვუფიქროთ, რადგანაც როგორც ხედავთ, მას "ქამბექების" მიმართ სერიოზული მიდრეკილება აქვს, რამაც შედეგი უკვე არაერთხელ მოგვიტანა."

"ვამაყობ მისი პროგრესით, ვფიქრობ ის მალე მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდება."

შეგახსენებთ, რომ დივოკმა ზემოთ ხსენებულმა მატჩში, მაშინ როდესაც მერსესაიდელები "მეთოფეებს" ჩამორჩებოდნენ, 2 გოლის გატანა და მატჩის პენალტების სერიაში გადაყვანა მოახერხა, სადაც კლოპის შეგირდებმა იმარჯვეს ანგარიშით 5:4.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით