პიკე: "ოღონდ ის დაბრუნებულიყო და ჩვენ ხელფასების დათმობაზეც თანახმა ვიყავით"

31-10-2019, 18:38

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ჟერარ პიკემ  მედიის წარმომადგენლებთან ბრაზილიელი ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

"გუნდში ნეიმარის დაბრუნება ყველას ძალიან გვინდოდა, პრეზიდენტ ბართომეუსთან ვისაუბრეთ და ბევრმა ფეხბურთელმა მოინდომა თავისი ხელფასი გაეღო ფინანსური სამართლიანი თამაშის წესის დასაცავად. ხელმძღვანელობამ გვითხრა, რომ ეს კარგი იდეა იყო, მაგრამ შემდეგ სხვა პრობლემები წარმოიშვა და მოლაპარაკებები არ განხორციელდა".

"როცა ნეიმარი "ბარსელონას" ტოვებდა, ვურჩიეთ, რომ არ წასულიყო. ვუთხარით, რომ ოქროს ციხეში გადავიდოდა, მაგრამ ბედნიერი არ იქნებოდა", - თქვა პიკემ



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით