რამოსმა მესისა და რაულსი რეკორდი გაიმეორა

31-10-2019, 20:30

გუშინ ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც მადრიდის "რეალმა" "ლეგანესს" უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.

პირველი ტაიმის 24-ე წუთზე "სამეფო კლუბის" ლიდერმა, სერხიო რამოსმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით აიღო კარი.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი მცველის მიერ გატანილი ეს გოლი სარეკორდოა. კერძოდ, რამოსს უკვე ზედიზედ 16 სეზონია რაც ლა ლიგაში გააქვს, მსგავსი შედეგი კი მხოლოდ ლეო მესისა და რაულს აქვთ დაფიქსირებული.

ჯამში რამოსს ლა ლიგაში ჩატარებულ 468 მატჩში 62 გოლი და 30 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით