"რეალი" მოდრიჩის თავს იტალიურ გრანდს უთმობს

31-10-2019, 19:13

იტალიური მედიის ცნობით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი იანვარში კლუბს დატოვებს და დიდი ალბათობით, კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა ტრანსფერს დათანხმდა და მზად არის, 34 ხორვატს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. ლუკა მოდრიჩის დამატება კი "მილანს" სურს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი "რეალმა" 2012 წელს დაიმატა. მან გუნდი მაისური 309-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და 49 საგოლე გადაცემა მიითვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით