"ბაიერნი" პოჩეტინოთი ინტერესდება

31-10-2019, 20:36

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი არ წყდება.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, არგენტინელი სპეციალისტის დამატებით ამჯერად მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესდა.

ნიკო კოვაჩის სკამი რომ "რეკორდმაისტერის" რიგებში შერყეულია, ეს ამბავი არახალია. კლუბის მესვეურები უკმაყოფილო არიან 48 წლის სპეციალისტის მუშაობით და მის მალევე გაშვებას აპირებენ.

თავის მხრივ, ევროპული პრესა ვარაუდობს, რომ პოჩეტინომ ლონდონში თავისი თავი სრულად ამოწურა და ის მალე დატოვებს "დეზების" რიგებს.

წყაროს ცნობით, გერმანული გრანდი მალე დაიწყებს მოლაპარაკებებს ჯერ თავად პოჩეტინოსთან, ხოლო შემდგომ კი ინგლისურ კლუბთან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით