კაზემირო: "დასვენების უფლება მხოლოდ თამაშის დასრულების შემდეგ მაქვს"

31-10-2019, 20:45

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა საყრდენმა, კარლოს კაზემირომ მის ფიზიკურ კონდინციებზე ისაუბრა.

"მე აქ იმისთვის ვარ, რომ ვითამაშო. მწვრთნელმა კარგად იცის, თუ რამდენი წუთი გავატარე მინდორზე."

"სამწვრთნელო შტაბმა იცის, თუ როდის უნდა დავისვენო. მე დასვენების უფლებას ჩემს თავს მხოლოდ მაშინ მივცემ, როდესაც მსაჯი საფინალო სასტვენს ჩაბერავს." - აცხადებს კაზემირო.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "რეალის" რიგებში ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და არცერთხელ არ შეუცვლიათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით