მადრიდის "რეალი" ისკოს 70 მილიონ ევროდ უშვებს, ესპანეთი ინგლისში მიდის

31-10-2019, 23:47

მადრიდის "რეალმა" ესპანელი ნახევარმცველის, ისკოს გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა.

გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გეგმებში ისკო აღარ შედის და მისი გაშვება რაც შეიძლება სწრაფად სურს.

წყაროს ცნობით, "რეალი" ახლაგაზრდა ნახევარმცველს 70 მილიონ ევროდ აფასებს. ტრანსფერის დასრულება კი იანვარშივე სურთ.

შეგახსენებთ, რომ ისკოს შეძენა გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს მანჩესტერ "სიტისა" და ლონდონის "არსენალს" სურდათ. დიდი ალბათობით, მადრიდული გრანდი სწორედ ამ კლუბებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით