"მილანი" კიდევ ერთ უცნაურ ტრანსფერს ამზადებს !

1-11-2019, 02:17

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "მილანი" გულშემატკივრების უცნაური ტრანსფერებით განრისხების საქმეს არ ეშვება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერის" ხელმძღვანელობა ამჯერად დაცვის ხაზის გაძლიერებას, მერსესაიდული "ლივერპულის" ხორვატი ცენტრალური მცველის, დეიან ლოვრენის გადაბირებით გეგმავს.

ცნობების მიხედვით, "მილანი" 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 25 მილიონ ევროს იმეტებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, "რომაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით