ვის სთავაზობს "ინტერი" "ბარსელონას" რაკიტიჩის სანაცვლოდ ?!

1-11-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერი" და კატალონიის "ბარსელონა", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გაცვლას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ კატალონიური გრანდი, ხორვატ ნახევარმცველს, ივან რაკიტიჩს შეელევა, მაშინ მის სანაცვლოდ "ნერაძური", არგენტინელ თავდამსხმელს, ლაუტარო მარტინესს დათმობს.

ცნობების მიხედვით, მოლაპარაკებები ამ გაცვლასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით წარმატებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ლაუტაროს "ბლაუგრანაში", ურუგვაელი ვარსკვლავის, ლუის სუარესის შემცვლელად მოიაზრებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით