ჯეიდონ სანჩოს მომავალი გუნდი პრაქტიკულად გარკვეულია

1-11-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტი", "დორტმუნდის ბორუსიას" ინგლისელი თავდამსხმელის, ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი სპეციალისტის, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის გუნდი მზადაა 19 წლის ვარსკვლავის სანაცვლოდ, 120 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, ინგლისურ კლუბში სანჩოს, ლეროი სანეს შემცვლელად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "დორტმუნდში" წასვლამდე, "სიტის" აკადემიის რიგებში ირიცხებოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით