რაშფორდმა კრიშტიანუს შედეგი გააუმჯობესა

1-11-2019, 15:10

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში, "ჩელსის" წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს შემდგომ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა.

22 წლის რაშფორდმა საკლუბო დონეზე უკვე 52 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, კრიშტიანუ რონალდუს გაუსწრო. ამავე ასაკში პორტუგალიელს 47 გოლი ჰქონდა გატანილი.

შეგახსენებთ, რონალდუ "იუნაიტედში 2003-09 წლებში თამაშობდა და კლუბთან ერთად ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ პრემიერლიგა მოიგო.

რაშფორდი "მანჩესტერის" აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით