პიანიჩი მოედანს ჯერ კიდევ ვერ უბრუნდება

1-11-2019, 14:37

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს.

მოგეხსენებათ, პიანიჩს კუნთის ტრავმა აქვს და "ჯენოასთანაც" ვერ მიიღო მონაწილეობა. ბოსნიელს "ტორინოსთანაც" მოუწევს დასვენება, რადგან სამწვრთნელო შტაბმა გარისკვა არ გადაწყვიტა და ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა.

29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით