მარტინესი "ბარსელონაში"?

1-11-2019, 23:00

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" მილანის "ინტრეის" არგენტინელი შემტევის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური გრანდი მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდება, მილანელთა რიგებიდან, ლაუტარო მარტინესი გადმოიბირონ.

შესაძლო ტრანსფერის შესახებ, არგენტინელი შემტევის აგენტმაც დაადასტურა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მის კლიენტს "ბარსელონას" ბოსები აქტიურად აკვირდებიან.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი სატრანსფერო თანხა 111 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით