ჯანო ანანიძის მგომარეობა კვლავ ძალიან საგანგაშოა, რა ხდება ქართველის თავს

2-11-2019, 01:10

როგორც რუსული სპორტული გამოცემები იუწყებიან, მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის თამაშზე, გუნდის მთავარი მწვრთნელი უარს ამბობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დომენიკო ტედესკო ანანიძეს ძირითადის წევრად არც კი განიხილავს, რაც იმითაც გამოიხატება, რომ ჯანომ რუსეთის თასის 1/8 ფინალურ დაპირისპირებებშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობა.

ცნობების მიხედვით, 27 წლის შუახაზელს უთამაშებლობის გამო, შესაძლოა სანაკრებო შესვენების გამოტოვებაც მოუწიოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული სანაკრებო შესვენება, 9 ნოემბერს დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით