პოჩეტინო: "ალი ფორმაში მალე შევა"

2-11-2019, 02:14

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, გუნდის ინგლისელ ნახევარმცველზე, დელე ალიზე საუბრობს:

"ჩემი გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რომ მსგავსი მოვლენები ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერაში საკმაოდ ხშირია, ცოტათი მოდუნება გამოუცდელ მოთამაშეს, ფორმის დაკარგვად უჯდება."

"სწორედ ამიტომაც, მჯერა თუ დელე ყურადღებას მოიკრებს, მაშინ ფორმაშიც მალევე შევა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა შუახაზელმა მისი ცუდი პერფორმანსების გამო, მიმდინარე სეზონში არაერთი გულშემატკივრის კრიტიკა დაიმსახურა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით