"ბაიერნმა" სანესთვის თანხა გამოყო !

2-11-2019, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტის" გერმანელი თავდამსხმელის, ლეროი სანეს გადაბირებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიულ გრანდსა და ინგლისურ კლუბს შორის მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით წარმატებით მიმდინარეობს, რის გამოც "ბაიერნის" წარმომადგენლებები ხელშეკრულების გაფორმებას, უახლოესს მომავალში გეგმავენ.

ცნობების მიხედვით, სანესთვის გერმანელებმა სატრანსფერო ბიუჯეტიც გამოყვეს, რომელიც დაახლოებით 85 მილიონ გირვანქას შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე ტრავმის გამო, თებერვლამდე ვერ შეძლებს ასპარეზობას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით