ყაზაიშვილი: "მე და კაშიას მთავრ მწრთვნელთან პრობლემები გვქონდა"

2-11-2019, 14:07

საქართველოს ეროვნული ნაკლრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა 1TV-სთან ამერიკაში თამაშის სირთულეებზე ისაუბრა.

"ამერიკაში ბევრი ფრენა გვიწევს და აქაც რომ ჩამოვდივართ, ისე უნდა მოვემზადოთ, რომ 3-4 დღეში სათამაშოდ მზად ვიყოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გადმოვერთოთ, რადგან საათებს შორის სხვაობა 11 საათია. ფეხბურთელისთვის ძალიან ძნელია, ამხელა განსხვავებების შემდეგ გადმოერთოს და გავიდეს და ითამაშოს. მაქსიმალურად ვცდილოთ, რომ ფორმაში ვიყოთ".

"კლუბში ახალი მწვრთნელი რომ მოვიდა, ახალ სისტემასთან შეგუება გაგვიჭირდა. ამის გამო მთავარ მწვრთნელთან უთანხმოება მომივიდა პირადად მეც და გურამ კაშიასაც. მაგრამ დავჯექით, დავილაპარაკეთ და აგვიხსნა. მერე კარგად ავთამაშდით და ლოს ანჯელეს გალაქსთან მოვიგეთ, ამ შეხვედრას კი კალიფორნიულ კლასიკოს ეძახიან. თუმცა, სამწუხაროდ, სეზონის ბოლო წარუმატებლად ჩავატარეთ", - განაცხადა ვაკომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით