კონტე: "ის მეტად ეგოისტი უნდა გახდეს"

2-11-2019, 14:43

მილანის "ინტერის" თავკაცმა ანტონიო კონტემ გუნდის არგენტინელი შემტევის ლაუტარო მარტინესის შესაებ ისაუბრა.

"ლაუტარო ძალიან მშრომელი ფეხბურთელია. ის მუდმივად პროგრესირებს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ მხოლოდ 22 წლის არის, განვითარების დიდ პოტენციალს დავინახავთ".

"მასზე ბევრს საუბრობენ და არაერთ გუნდს უკავშირებენ. თუ ლაუტაროს სურს, რომ მოუმატოს, მსგავსს საუბრებს არ უნდა უსმინოს და ვარჯიშზე უნდა კონცენტრირდეს. ის უნდა ეცადოს, რომ  უფრო ეგოისტი გახდეს. როდესაც მას გატანის შანსი ექნება, უფრო ეგოისტურად უნდა იფიქროს. ეს პროგრესისა და ზრდის პროცესია", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით