კოვაჩის "ბაიერნიდან" წასვლა გარდაუვალია !

3-11-2019, 02:06

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, გერმანელმა სპეციალისტმა, ნიკო კოვაჩმა, გუნდის ხელმძღვანელის რანგში მისი უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "აინტრახტ ფრანკფურტის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში განადგურების (ანგარიშით 5:1) შემდეგ, ბავარიელთა დირექტორთა საბჭომ, კოვაჩის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობების მიხედვით, გერმანელი თავკაცის შეცვლის მთავარ კანდიდატად, ამსტერდამის "აიაქსის" მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი ბუნდესლიგაში ამჟამად მე-4 ადგილს იკავებს 18 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით