"ინტერი" ვიდალს აკვირდება !

3-11-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა სპეციალისტმა, ანტონიო კონტემ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნე ამოარჩია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერაძურის" ხელმძღვანელობას ამჟამად ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონას" ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის გადაბირება სურს.

ცნობების მიხედვით, 32 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ინტერი", 25 მილიონი ევროს გამეტებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით