სენსი "ბარსელონაში" ?!

3-11-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერის" იტალიელი ნახევარმცველის, სტეფანე სენსის წარმომადგენლები, ბარსელონაში ჩაფრინდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ფეხბურთელის აგენტურა, კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან, სატრანსფერო პირობების შეთანხმებას გეგმავს.

ცნობების მიხედვით, სენსი "ინტერმა", არტურო ვიდალის სანაცვლოდ გაცვლაში ჩართო.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 30 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ღმერთო, ეს კიდევ აქ არის?" - რას ამბობენ გერმანელები კალაძეზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით