"ინტერმა" მარტინესის სანაცვლოდ თანხა დაასახელა !

3-11-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერმა", არგენტინელი თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის მესვეურებს, მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება დაუსახელა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნებისმიერ გუნდს, რომელიც ლაუტაროს გადაბირებითაა დაინტერესებული, მის სანაცვლოდ მინიმუმ 75 მილიონ ევროს გამეტება მოუწევს.

ცნობების მიხედვით, 24 წლის შემტევის მსურველთა სიაში პირველ ადგილს, კატალონიის "ბარსელონა" იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში, უკვე მოახერხა 7 გოლის გატანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით