რამოსი: "ვერ გამოვიყენეთ შანსი, რომ "ბარსასთვის" გადაგვესწრო"

3-11-2019, 18:46

ლა ლიგის მე-11 მატჩის შემდეგ, რომელშიც "რეალი" "ბენიტესს" დაუზავდა, მადრიდელების კაპიტანმა სერხიო რამოსმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

"საშინელი შედეგი ვაჩვენეთ და ძალიან გაბრაზებულები ვართ. გვქონდა შანსი, რომ ცხრილში პირველ ადგილზე გადავსულიყავით და სხვისი ქულების დაკარგვით გვესარგებლა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გამოგვივიდა".

"მთელი შეხვედრა ვიბრძოდით, შევქმენით მომენტები, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში თავი ვერ გამოვიჩინეთ", - განაცხადა რამოსმა.

მოგახსენებთ, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით ლა ლიგაში "ბარსელონა" და "რეალი" 22-22 ქულით პირველ-მეორე ადგილს იყოფენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით