ესპანური მედია: იბრა "მილანში" ბრუნდება

3-11-2019, 19:14

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "ლოს ანჯელეს გალაქსის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" გადასვლასთან ახლოსაა.

წყაროს ცნობით, ტრანსფერით ორივე მხარეა დაინტერესებული. "მილანის" მფლობელმა კომპანიამ, Elliott Management-მა, ზვონიმირ ბობანსა და პაოლო მალდინის ზამთარში გამოცდილი ფეხბურთელის ყიდვის ნებართვა მისცა. 

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი "მილანში" 2010-2012 წლებში თამაშობდა. ფორვარდმა მილანური კლუბის მაისურით ჩატარებულ 85 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით