სარი: "სერია ა-ში 2-ზე მეტი მებრძოლი გუნდია"

3-11-2019, 20:33

სერია ა-ს  ტურინულ დერბში "უვენტუსმა" "ტორინოს" 0-1 მოუგო. ერთადერთი გოლი მატიას დე ლიგტმა გაიტანა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან "ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ისაუბრა.

"უნდა გვახსოვდეს, რომ გასათამაშებელი კიდევ 81 ქულაა და სატურნირო ცხრილში სიტუაცია, შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს".

"მესმის, რომ ჟურნალისტები ცდილობენ ერთმანეთს მხოლოდ 2 გუნდი დააპირისპირონ. ჩემი აზრით, სერია ა-ში ახლა ჩემპიონობისთვის მხოლოდ 2 გუნდი არ იბრძვის",- განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ში გამართული 11 ტურის შემდეგ ტურინის "იუვენტუსს" 29 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "ინტერს" 1 ქულით უსწრებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით