"მილანი" სუსოსთან არ გაახანგრძლივებს

3-11-2019, 21:06

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, "მილანის" ხელმძღვანელობა სუსოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ გეგმავს.

როგორც ჩანს, "მილანი" მზადაა ზაფხულამდე მოიცადოს და შემდეგ თავდამსხმელი სატრანსფერო ფანჯარაზე დააყენოს.

მოგახსენებთ, რომ 22 წლის ესპანელს "როსონერისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

აქვე შეგახსენებთ, იმასაც, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სუსოს შეძენით პრემიერლიგური გუნდები ინტერესდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით