რა მოხდა "ევერტონი" - "ტოტენჰემის" მატჩში შემდეგ, რაც ანდრე გომეშმა ფეხი მოიტეხა

3-11-2019, 22:29

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩი, რომელშიც ლივერპულის "ევერტონმა" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინლა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.

თამაშის დასრულებამდე 13 წუთით ადრე მაყურებელებმა მინდორზე საშინელი სანახაობა იხილეს. "დეზების" კორეელმა შემტევმა, სონმა მასპინძელთა ნახევარმცველი, ანდრე გომეში მოჩეხა, რის გამოც ამ უკანასკნელმა უმძიმესი ტრავმა მიიღო.

პორტუგალიელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კოჭი მოტყდა. ტრავმის სიმძიმის გათვალისწინებით, მისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა.

აღნიშნული მომენტის გამო მატჩი მცირე ხნით გაჩერდა. მსაჯმა საბოლოოდ 12 წუთი დაამატა შეხვედრას, ლივერპულელებმა კი ანგარიშის გათანაბრება მე-8 დამატებულ წუთზე შეძლეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით