მოურინიო შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს

3-11-2019, 22:47

ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტით ლონდონის "არსენალია" დაინტერესებული. კლუბის მესვეურები უნაი ემერის მუშაობით უკმაყოფილო არიან და მის ჩანაცვლებას გეგმავენ.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. თავად პორტუგალიელის მოთხოვნაა, რომ მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ 2 სასურველი ტრანსფერი განუხორციელონ.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო უკანასკნელად მანჩესტერ "იუნაიტედში" მუშაობდა, საიდანაც ის გასული წლის დეკემბერში დაითხოვეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით