მესიმ ანდრე გომეშის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

3-11-2019, 23:07

დღეს "ევერტონისა" და ლონდონის "ტოტენჰემის" დაპირისპირების დროს მასპინძელთა ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა უმძიმესი დაზიანება მიიღო.

აღნიშნულ ფაქტს არაერთი ფეხბურთელი გამოეხმაურა, მათ შორის, ყოფილი თანაგუნდელი, ლიონელ მესიც.

"ჩემთვის ამ კადრების ხილვა ძალიან მძიმე იყო და სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არც მინახავს."

"ის ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელია. იმედი მაქვს ის უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება. ანდრეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ." - აცხადებს მესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით