როგორ გრძნობს თავს ამჟამად ანდრე გომეში. უახლესი ცნობა საავადმყოფოდან

3-11-2019, 23:37

დღეს "ევერტონისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირების დროს მასპინძელთა ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა უმძიმესი დაზიანება მიიღო.

პორტუგალიელი ნახევარმცველი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც ცნობილია, მისი მდგომარეობა ამჟამად დადებითია. ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, ანდრე გომეშს დღესვე ჩაუტარდება ოპერაცია, რომლის შემდგომაც იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი ხანი გაუცდება პორტუგალიელს. ყველაფერი მის აღდგენით პროცესებზე იქნება დამოკიდებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით