"ბაიერნმა" კოვაჩი დაითხოვა

4-11-2019, 00:19

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბმა მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

"რეკორდმაისტერის" დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

"გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით საჭირო იყო რეაგირების მოხდენა."

"დღეს შეხვედრის დროს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბმა ნიკო კოვაჩთან კონტრაქტი გაწყვიტა. მადლობას ვუხდით მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში." - აცხადებს რუმენიგე.

შეგახსენებთ, რომ კოვაჩი "ბაიერნს" გასული წლის აპრილში ჩაუდგა სათავეში. კლუბმა კი მისი დათხოვნის გადაწყვეტილება "აინტრახტთან" 5:1 მარცხის შემდგომ მიიღო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით