"არსენალმა" მოურინიოსთან მოლაპარაკებები უარყო !

4-11-2019, 02:51

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალი" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ესპანელი უნაი ემერის შეცვლას, უახლოესს მომავალში არ აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდმა ამის დასადასტურებლად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ თავკაცთან და პორტუგალიელ სპეციალისტთან, ჟოზე მოურინიოსთან მოლაპარაკებების ცნობები უარყო.

მედიის მიხედვით, "არსენალი" მზადაა ემერის სეზონის ბოლომდე დრო მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი უკანასკნელ შეხვედრაში, "ბორნმუთის" წინააღმდეგ დამარცხდა ანგარიშით 1:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით