პოჩეტინო: "გუნდი ახალი ფორმულის ძიებაშია"

4-11-2019, 12:35

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, მისი გუნდის მიზნებზე საუბრობს:

"როგორც იცით, ჩვენს შემადგენლობაში არაერთი ფეხბურთელი ირიცხება, რომელსაც მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, ეს კი მათ პერფორმანსზე სერიოზულ გავლენას ახდენს."

"სწორედ ამიტომაც ამჟამად გუნდი ახალი ფორმულის ძიებაშია და სცდილობს ახალწვეულები ძირითადს რაც შეიძლება მალე შეაჩვიოს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი 11 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის ცხრილში, მე-11 ადგილზე იმყოფება 13 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით