პიოლი: "მილანს" პატივს არ სცემენ"

4-11-2019, 14:19

სერია ა-ს მე-11 ტურის მატჩში "ლაციოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ "მილანის" თავკაცმა სტეფანო პიოლიმ მედიის წარმომადგენლებთან უკმაყოფილება გამოთქვა.

"შედეგით რა თქმა უნდა უკმაყოფილო ვარ და ვწუხვარ იმ მომენტზე როცა მეორე გოლის გაშვება მოვახერხეთ, სერიოზული შეცდომა დავუშვით. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ "ლაციოს" ჩვენთან შედარებით ერთი დღით მეტი დასვენების დღე ჰქონდა. ვინც კალენდარს ადგენს, "მილანს" უფრო მეტი პატივი უნდა სცეს", - განაცხადა "როსონერის" თავკაცმა.

"მილანმა" აღნიშნული მატჩი 1:2 დაასრულა და 11 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით