Sky Sports: "რეალი" სტერლინგის სანაცვლოდ ძალიან ბევრის დათმობას აპირებს

4-11-2019, 15:09

როგორც გავლენიანი გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, მადრიდის "რეალი" მზადაა სტერლინგის სანაცვლოდ დიდ დათმობაზე წავიდეს.

წყაროს მიხედვით, "სამეფო კლუბი" "მანჩესტერ სიტის" რაჰიმის სანაცვლოდ გარეტ ბეილსა და 70 მილიონ ფუნტ სტერლინგს შესთავაზებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ უელსელს ლა ლიგაში თამაში აღარ სურს.

როგორც ცნობილია, ზაფხულში მადრიდის "რეალის" გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი სტერლინგის წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით