კოვაჩის პირველი კომენტარი განთავისუფლების შემდეგ

4-11-2019, 16:23

მიუხენის "ბაიერნის" მთავარი მწრთვნელის პოზიციიდან დათხოვნის შემდეგ ნიკო კოვაჩიმ მედიის წარმომადგენლბთან პორველი კომენტარი გააკეთა.

"ვთვლი, რომ ამ მომენტისთვის ეს სწორი გადაწყვეტილებაა. შედეგები, ისევე როგორც ჩვენი თამაშის სტილი ბოლო დროს არ შეესაბამებოდა კლუბის მოთხოვნბს".

"მე და ჩემი ძმა, რობერტი, მადლობელი ვართ ამ კლუბის, რომელიც წლინახევრის მანძილზე სრულ ნდობას გვიცხადებდა. ამ პერიოდში ჩვენ ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის მოგება შევძელით".

"ბაიერნს" ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ," – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით